უძრავი ქალაქი

აქციე ბათუმი შენს “მეორე სახლად!” ვკითხულობთ ბათუმის განვითარების ეკონომიკურ გეგმაში. დღეის მონაცემებით, ბათუმში 80-მდე სამშენებლო კომპანიაა და 130 ახალი ობიექტი შენდება, დიდი მდიდრული შენობები ასობით აპარტამენტს ითვლის, მათი უმეტესობა, სანაპირო ზოლშია განთავსებული. ბანერებზე ვხედავთ, რომ ეს კორპუსები აერთიანებს კაზინოს, კომერციულ ფართებს, საცხოვრებელს და „პენტჰაუზებს“ ზღვის ხედით, ყველაფერს, რაც ბაზარზე არსებულ საჭიროებებს მოერგებოდა.

წლებია სახელისუფლებო ორგანოებიდან ვისმენთ, რომ სწორედ ბათუმია იმ პროგრესის სიმბოლო, რომელშიც ქვეყნის განვითარების კურსი უნდა დავინახოთ.

ტელევიზიებიდან ხშირად ვისმენთ სხვადასხვა სტატისტიკის შესახებ, თუ რა თანხა შემოდის ყოველწლიურად ამ ქალაქში დაგეგმილი ინვესტიციებიდან, თუმცა “სტატისტიკა ტყუის იმ უძირო უფსკრულის გამო, რომელიც აქ ათასობით მდიდარსა და ღარიბს შორის იშლება.”

დღესდღეობით სამშენებლო სექტორში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 60 ათასი დაქირავებული მშრომელია. მიუხედავად ამისა და მიუხედავად უამრავი ტრაგედიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენდით, სამშენებლო სექტორი ყველაზე ჩაკეტილია, რადგან, პოლიციურ ქალაქში მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში არ მიმდინარეობს პოლიციური მუშაობა. პოლიციური დღის წესრიგი ვრცელდება სამუშაო ადგილებზეც.

გაზიარება